გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მსოფლიო ბანკი: ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია

14-03-2024

ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება - კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს იკვლევს მსყიდველუნარიანობის მიხედვით.


ინდექსი საშუალებას იძლევა დროის კონკრეტულ მომენტში შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის ფასების დონე, გამოხატული ერთიან ვალუტაში - რაც უფრო დაბალია ფასების დონის ინდექსი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ერთი და იგივე პროდუქტების ნაკრები ამ ქვეყანაში.


საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 33-ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია. ევროპაში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში სიიაფით საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი მცირედით უსწრებს.


2012 წელთან შედარებით სიიაფის რეიტინგში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა - მაშინ საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა.