გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან იოსელიანი: სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაციაა საჭირო- ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა

14-03-2024

„მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული "ვეტინგის“ შესახებ“-ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. „ვეტინგის“ სისტემას.


სახალხო დამცველი საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა და იხსენებს ალბანეთის მაგალითს, რომლის თქმითაც, ალბანეთში ჩატარებულმა „ვეტინგის“ სისტემამ უამრავი პრობლემა შექმნა.


იოსელიანის თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლოს სისტემის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.


„ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს. მაგალითებს, რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას.


ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა და ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან“-განაცხადა ლევან იოსელიანმა.