გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს

14-03-2024

ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.


„ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეს შედეგი შეიძლება იყოს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას, ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური. ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან.


ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, არათუ სისტემურ პრობლემებზე ვერ საუბრობს ვერავინ, რეალურად ჩვენ ვთხოვთ ერთი კონკრეტული ქეისის წარმოდგენას ადამიანებს, რომლებიც დაადასტურებდა სასამართლოში რაიმე სერიოზული პრობლემების არსებობას. ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ასეთი საქმე, უფრო მეტიც, თქვენ გახსოვს, იყო არაერთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდა წუხილი ოპოზიციას, იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკურად მათთვის სენსიტიური საქმეები. ყოველ ჯერზე, როცა ისინი სტრასბურგში წავიდნენ, ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს, რუსტავი-2-ის საქმეს, ყველა შემთხვევაში ოპოზიცია დარჩა წაგებული. რატომ - იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი, დასაბუთებული, ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს ოპოზიციის წევრებმა, რომელიც დაადასტურებდა არათუ სისტემურ პრობლემებს, არამედ ზოგადად, პრობლემებს სასამართლოში", - განაცხადა პრემიერმა.