გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში

14-03-2024

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა" შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში.


„ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ „ნაცმოძრაობამ" ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო მაშინ ომი. ასეთი ვითარებაა. ერთადერთი ვინც არ საუბრობს საერთოდ ამ თემაზე ეს არის „ქართული ოცნება". თორემ რაც ეწერა „ხალხის ძალის" წერილში, სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა" შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა. „ხალხის ძალას" აქვს ეს პოზიცია, შეგვიძლია ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუმცა მე მგონი, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში,"- აღნიშნა პრემიერმა.