გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილზე: როგორ გინდა აჯობო ამ ქველმოქმედ კაცს, რომელიც მთელ თავის რესურს საქველმოქმედო პროექტებში ხარჯავს და არა უცხოელ ლობისტებში საკუთარი თავის გასაპიარებლად

14-03-2024

როგორ გინდა აჯობო ამ ქველმოქმედ კაცს, რომელიც მთელ თავის რესურს ასეთ პროექტებში ხარჯავს და არა უცხოელ ლობისტებში საკუთარი თავის გასაპიარებლად, ამიტომ არის, რომ აგერ უკვე 12 წელია, მის სახელს და ავტორიტეტს ვერაფერს უშვებიან, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქართული გალობის აღორძინება პატრიარქს, ილია მეორეს და ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.


ფოჩხუას თქმით, ოპოზიცია ამ საშვილიშვილო საქმეს {გალობის აღორძინებას} დაცინვას დაუწყებს, რადგან არ ესმით რას ნიშნავს ქართული საგალობელი და რამხელა ადგილი უჭირავს მას საქართველოს ისტორიაში. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის სოციალურ ქსელებში მილიონების ხარჯვა, საკუთარი რეკლამისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქველმოქმედება.


„დადგება დღეს ოპოზიცია და ამ საშვილიშვილო საქმეს დაცინვას დაუწყებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არ ესმის რას ნიშნავს ქართული საგალობელი, რატომ უნდა დახარჯო ფული და დრო მის ასაღორძინებლად, რამხელა ადგილი უჭირავს მას საქართველოს ისტორიაში და რომ ის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი იდენტობაა, არამედ იმიტომ რომ აქაც ბიძინა ივანიშვილის სახელი გაისმა. მათთვის ხომ სოციალურ ქსელებში მილიონების ხარჯვა, საკუთარი რეკლამისთვის უფრო პრიორიტეტულია. როგორ გინდა აჯობა ამ ქველმოქმედ კაცს, რომელიც მთელ თავის რესურს ასეთ პროექტებში ხარჯავს და არა უცხოელ ლობისტებში საკუთარი თავის გასაპიარებლად, ამიტომ არის, რომ აგერ უკვე 12 წელია, მის სახელს და ავტორიტეტს ვერაფერს უშვრებიან.


და ბოლოს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდ ქართულ საქმეში“, - წერს ნინო ფოჩხუა.