გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი ვისზეც ამბობდა, რომ ომის გამჩაღებლები იყვნენ და ქვეყნის ტერიტორიები გეგმურად ჩააბარეს რუსეთს, დღეს მათ ლიდერად გვევლინება, სააკაშვილი კი შეიძლება შეიწყალოს კიდეც

14-03-2024

„იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს ის იმათი ლიდერია, ვისაც მაშინ ომის დაწყებაში, საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გეგმურ ჩაბარებაში და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა.


„ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ხოლმე სალომე ზურაბიშვილს, თუმცა პირდაპირ უნდა გავიხსენო მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ „სააკაშვილმა

თავისი ცეცხლის გახსნითა და რაკეტების დაშენით მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. ის ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არაა გასამართლებული. სანამ არ იქნება ის გასამართლებული, საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე.“


ჩვენც ზუსტად მანდ ვართ. იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი მოვთხოვოთ ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე, რის აღიარებასაც საერთაშორისო სასამართლოებში მივაღწიეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ, თუ რა დონის ღალატს ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.