გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია

14-03-2024

ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში - ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.


„ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი, ერთი ჰააგაში, მეორე სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს ადანაშაულებდა რუსული მხარე ომის დანაშაულის ჩადენაში და მეორე შემთხვევაში ადანაშაულებდნენ ქართველ სამხედროებს ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები ყოფილიყვნენ სათანადოდ შეფასებულები., არც ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ ეს პოზიცია დავიცავით, ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები, ღირსება დავიცავით და არავის არ მივეცით იმის საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინათ ის, რაც მას არ გაუკეთებია.


თუმცა, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში იმ პერიოდში, როცა წარიმართებოდა სასამართლო პროცესები, მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ გახსოვთ, მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ, ქართველ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული, კასეტური ბომბები და ა.შ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ეს არის „ნაციონალურმა მოძრაობის" კიდევ ერთი დანაშაული.


იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერსებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის", - განაცხადა პრემიერმა.