გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ბატონ სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები

14-03-2024

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.


მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.


„რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე,"- განაცხადა პრემიერმა.