გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ყიფიანი: ოქუაშვილმა დამიდასტურა, რომ „ომეგასთან“ დაკავშირებული საქმეების მოგვარებაში ჩუბინაშვილი ეხმარებოდა

3-10-2018

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა დაუდასტურა, რომ „ომეგასთან“ დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში მას ირაკლი ჩუბინიშვილი ეხმარებოდა.


ეს განცხადება ყიფიანმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისი გამოკითხვა მოხდა.


„ბატონი ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ ბატონი ჩუბინიშვილი ეხმარება მას ამ თემის მოგვარებაში, მისახელებდა მის გვარს, ასახელებდა სხვადასხვა გვარებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს იყო ისეთი შანტაჟი, ისეთი ქცევა, რომელიც გამოიყენა მან თავისი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მან მოახერხა ეს პოლიტიკურ ინტერესებში გადაეზარდა“ - განუცხადა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს.

ყიფიანის თქმითვე, მას პოლიტიკური ინტერესები არ ჰქონია.


„მე არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა ფინანსური ინტერესები, მე ამ კომპანიაში მქონდა ჩემი პირადი დაინტერესება. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა კავშირი, ხვალაც მექნება და ზეგაც მექნება.


რაც შეეხება ბანკთან დაკავშირებით ინტერესს, ეს გასაკვირი რატომ არის? მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა OGT-ის თუ BMW-ს ოფისში, სად წავიდა ეს ფული ჩემთვის უცნობია “- განაცხადა ლევან ყიფიანმა.