გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

15-03-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის დროსაც სასწავლებლის სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.


საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში თამარ ლომინაძე, აგრეთვე სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტების ხელმძღვანელები და სტუდენტები, რომლებმაც პროგრამის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს.


ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემაშემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე. ამდენად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მდგრადი სისტემის შენარჩუნება და განვითარება პროფილურ უმაღლეს სკოლებთან საქართველოში.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ურთიერთობით გაიზარდოს ახალი თაობა, რომლებიც მომდევნო ათწლეულებში შეძლებენ ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობის შენარჩუნებას. მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ამ მიზნის მატარებელია," - აღნიშნა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. „ვფიქრობ, ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იქნება მოტივაციის მიმცემი, მოიპოვონ ამ შესაძლებლობით სარგებლობის უფლება, უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება და უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ დარგში მივიდნენ როგორც უკვე გამოცდილების მქონე პროფესიონალები," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ასევე სხვა პროფილის სტუდენტების სტაჟირებასაც. სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.


პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების გავლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალში სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიმართება.