გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: გვახსოვს სააკაშვილის მუქარა, რომ ის ალაპარაკდებოდა და მოჰყვებოდა ზუსტად იმ ამბებს, რაც უცხოურმა ძალებმა ჩაიდინეს 2008 წლის ომში, როცა თვითონ ისიც შეაცდინეს და საქართველოსაც უბედურება მოუტანეს

15-03-2024

მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას ცდილობენ მისი უცხოელი მფარველები, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ახსნა და განაცხადა, სააკაშვილის პატრონებს არ სურთ მისი ალაპარაკება, რადგან შესაძლოა მან 2008 წლის ომის შესახებ სიმართლე თქვას.


„სააკაშვილს, როგორც ოქროს მოწმეს ისე უფრთხილდებიან მისი პატრონები, რომ არ ალაპარაკდეს, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ესაა მნიშვნელოვანი და ამიტომაც ცდილობენ ზურაბიშვილზე (საუბარია სააკაშვილის შეწყალებაზე) ზეწოლის განხორციელებას, რათა არ ალაპარაკდეს, თორემ მისი პოლიტიკური წონა აღარ აინტერესებთ არც უცხოეთში და არც აქ, მისიანებს.


გახსოვთ ალბათ, ერთი წლის წინ სააკაშვილის მუქარა უცხოეთში მისი პატრონების მიმართ, რომ ის ალაპარაკდებოდა და მოჰყვებოდა ზუსტად იმ ამბებს, რაც უცხოურმა ძალებმა ჩაიდინეს 2008 წლის ომში, რომ თვითონ ისიც შეაცდინეს და საქართველოსაც უბედურება მოუტანეს. ამაზე ილაპარაკებდა, აბა წიქარას ზღაპრებს ხომ არ მოჰყვებოდა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.