გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ლიხტენშტაინი არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი

15-03-2024

დღეს შეხვედრა გვექნება ლიხტენშტაინის სამთავროში - პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ.


,,ლიხტენშტაინის სამთავროში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას პარლამენტებს შორის. ამ შეხვედრებში კომუნიკაციისა და ურთიერთობის გაძლიერება იქნება მთავარი საკითხი. ლიხტენშტაინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის თავმჯდომარეობას იმისთვის, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი.


ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ტურბულენტურ პერიოდში საქართველოს აქვს იმ გართულებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში არსებობს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.