გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი

15-03-2024

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი, რაც კერძო სექტორისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი.


აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების შეფასების საფუძველზე და მოიცავს, როგორც ამ ორგანიზაციის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.


მისი მიზანია საექსპორტო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის რისკის შეფასება, რომელსაც იყენებენ საკრედიტო პირობების განსასაზღვრად.


რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის გაზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.