გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

16-03-2024

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული  600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. 


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა დარეალიზაციის პირობებს.


„გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ აგროსამუშაოები, სწორად შეარჩიონ პრეპარატი და დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა.


აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან 35 დარღვევა გამოვლინდა,  500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, საიდანაც  2 დარღვევა დაფიქსირდა.


პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის,  სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.