გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში მოისმინეს

16-03-2024

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის  ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა წარადგინა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის წევრებს, დეპუტატებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დარგში არსებული ვითარება - მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის და ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.


როგორც თამაზ მღებრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში  გატარებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების და საექსპლუატაციო ღონისძიებების შედეგად, დღეისათვის, საქართველოში მელიორირებული მიწის ფართობი 207 ათას ჰა-ს შეადგენს. აქედან წყალუზრუნველყოფილია 163 500 ჰექტარი, ხოლო 43 500 ჰა დაშრობილი მიწის  ფართობია.   კომპანია  19 სერვისცენტრის მეშვეობით ოპერირებას უწევს 15 მოქმედ წყალსაცავს, 127 მსხვილ საირიგაციო სისტემას, 32 სათავე ნაგებობას, 41 დამშრობ სისტემასა და 57 სატუმბ სადგურს. კომპანია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მელიორაციას მასშტაბური გეგმები აქვს 2024 წელსაც. ამ ეტაპზე, 44 კაპიტალურ ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები საერთო ღირებულებით 98,4 მლნ ლარი. სამუშაოები დაიწყება 4 ობიექტზე, რომელთა ღირებულება 10,18 მლნ ლარს შეადგენს. შედეგად, რეგულარულ სარწყავ ფართობებში გადავა 9,280 ჰა სავარგული, ხოლო სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 11,485 ჰა-ზე.


„სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია მოდერნიზებული და ეფექტიანი საირიგაციო და დამშრობი სისტემების გარეშე; სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევაა მიმართული ამ კუთხით. კომიტეტზე წარმოდგენილ ანგარიშში გამოიკვეთა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია და  ის პროგრესი, რომელიც აშკარაა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების კუთხით. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.


"კომიტეტის სხდომის შემდეგ შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც  არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარე ხრამ არხის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს  და შედეგებს გაეცნენ.  აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტში 4000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს" - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.