გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: დღეისათვის აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში

16-03-2024

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდამჭერი.


„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.


კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი", - განაცხადა პრემიერმა.