16-03-2024
ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი.
„უპირველესყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს.
ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრებას. ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით.
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით.
ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით.
რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.