გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო

18-03-2024

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში მიმდინარე პროექტი, რომელიც 5 ქუჩის -  ქართლის, ბარათაშვილის, თბილისის, კახეთისადა  აჭარის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია.


პროექტი გარდამავალია, გასულ წელს უკვე კეთილმოეწყო ქართლის, ბარათაშვილის და  თბილისის ქუჩები. 2024 წელს კი პროექტი გაგრძელდა კახეთისა და აჭარის  ქუჩებზე, რომლის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.


სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც შპს "დინგრუპი"ახორციელებს.