გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი

18-03-2024

ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ.


ექსპერტის თქმით, რაც არ უნდა იძახოს სალომე ზურაბიშვილმა არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.


„გამომდინარე იქიდან, ქალბატონი პრეზიდენტი საიდან სად მოხვდა, რა საუბარი შედგა მას და ოცნების გუნდს შორის, ზელენსკის მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით, მეგონა ემიგრანტის კომპლექსი იყო მიზეზი მისი ასეთი ქცევის, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გარდა ამისა, სხვა მიზეზიც არსებობდა და ეს უცხო ქვეყნის აგენტობა, მერკანტილური პირადი ინტერესი იყო. მისი ყოველი მოქმედება ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი. რაც არ უნდა იძახოს ამ ქალმა არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.