გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

18-03-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ბარბარა ბონის შეხვდა.


ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსSDC ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შვეიცარიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.


„შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია. ჩვენ არაერთი წარმატებული პროგრამა განვახორციელეთ. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა,როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


როგორც ბარბარა ბონმა აღნიშნა, საქართველო შვეიცარიის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების, მესაქონლეობის სექტორისადა ექსტენციის განვითარების პარალელურად, მხარს უჭერს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხოგარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.