გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას და საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას

18-03-2024

უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.


ექსპერტის განცხადებით, ზურაბიშვილი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო პოლიტიკოსების შერჩევის დროს და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოღალატეების დასმა.


"როგორც იქნა მოვიცილეთ აგენტი "ვეტოვიჩი" მარგველა!


ვიფიქრეთ ამოვისუნთქეთ-თქო და უმალ გამოჩნდა ჩვენს მიერვე ტანკით მითრეული და იმ სკამზე უღირსად მჯდარი აგენტკა "ვეტოვნა" სალომე, რომელიც უმჭიდროეს უნისონშია გაღმელ-გამოღმელ პატრონებთან და ქვეყნის შიგნით მოქმედ მეხუთე კოლონასთან!


ეს უშუბლძარღვოდ დაბადებული ნომრიანი "შპიონი", უცხოელ პატრონთა ნებისმიერ თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას!


საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას!


ეს ქალი მაგალითია იმისა, თუ როგორ სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ მომავალში პოლიტიკოსთა შერჩევის პროცესს!


და რომ არ შეიძლება პოლიტშარლატანების, უსამშობლოების და მოღალატეების ჩვენივე ხელით უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დაგდება!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.