4-10-2018
ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შენობაში შესვლასა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ისინი ცდილობენ გაგაერკვიათ რა მიზეზით მოეხსნათ ფულადი დახმარება და დაფინანსების აღდგენას მოითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის, თემურ ქაცივაძის განცახდებით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გარკვეული დროის შემდეგ ოჯახები გადაამოწმოს.
„დღეს განსაკუთრები აბსოლუტურად არაფერი ხდება. სააგენტო გარკვეული დროის შემდეგ ვალდებულია ახალი გარემოებების გამოგადაამოწმოს ოჯახები. ასე იყო იანვრის თვეში, ასე, იყო 2017 წელს და ასე შემდეგ. მე უფრო ვხდავ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის, რომ პარალიზება გაუკეთონ საჯარო სამსახურს,“ - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.