გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს - ილია დარჩიაშვილი

18-03-2024

„დღეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.


მინისტრის თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას როგორც ინდივიდუალურ, ისე ორმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ნორმა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედია და შესაბამისად ეს დინამიკა გრძელდება" - ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა.


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ცალსახა მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია ალიანსის, და პირადად იენს სტოლტენბერგის, რომელიც „ყოველთვის გამოირჩევა მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად".


როგორც მინისტრმა განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში იენს სტოლტენბერგი საქართველოს მეოთხედ ეწვია. დღევანდელ ვიზიტს უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ასოცირების საბჭოში და ასევე შეხვედრა გამართა გენერალურ მდივანთან ნატოს შტაბ-ბინაში.


„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მწამს, რომ დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს" - ხაზგასმით განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.