გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ - ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიციირება და "ვეტინგზე" მტკიცე უარი

18-03-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიციირებას და “ვეტინგის” თემის დახურვას, სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები რევანშისტების უშინაარსო საუბარს გამოიწვევს, რაც საზოგადოების უმრავლესობას არ აინტერესებს.


“მიმდინარე კვირიდან ფსევდოებსა და რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ - ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება და "ვეტინგზე" მტკიცე უარი. რასაკვირველია, იქნება ნაცმარგინალთა უშინაარსო კაკაფონია, თუმცა უსამშობლო გრანტისტების უარგუმენტო "პროტესტი" საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას არ აინტერესებს” - წერს გია აბაშიძე.