გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

19-03-2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის, ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

გიორგი გოგიაშვილთან ერთად, ასევე, დაიღუპა ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი, რომელიც უკრაინაში დაკრძალეს. „ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად, დაიღუპნენ.

 

გიორგი გოგიაშვილს, 21 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.