გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

19-03-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთადჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა.


გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ.


გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტურის მოწყობის საკითხი. 


პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 30-მდე ქვეყნიდან 300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.