გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება

19-03-2024

პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს [ლგბტ] პროპაგანდის მხარეს დადგომას. როგორ ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე ენჯეოს და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს, როგორც კი ექნებათ მითითებები, რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისევე მოიქცევიან, ნახავთ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ ექნებათ ერთნაირი არგუმენტები - განუცხადა ჟურალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოითქვა და მმართველმა გუნდმა მოუწოდა პარტიებს, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში პროპაგანდის მხარეს დადგნენ.


„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა იქნა გამოთქმული ჩვენი მხრიდან და მოვუწოდეთ პარტიებს, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. ასე, რომ საერთო ჯამში, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. ვნახეთ, რაც იყო ამის მიზეზი, ესეც გამოვლინდა შემდეგ ერთ-ერთი ენჯეოს კორესპონდენციიდან. როგორ ჩანს ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე ენჯეოს და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს, როგორც კი ექნებათ მითითებები, რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისევე მოიქცევიან და ნახავთ თქვენ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შინაარსს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა იხილავს მას შემდეგ რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება.


„საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს, რომ ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ. ფაქტია, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში და მე არაერთხელ მოვიყვანე მაგალითად, იმ დონეზეა მისული ეს ყველაფერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია თამამი განცხადების ხაზგასმით გაკეთება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ასეთი ტრუიზმების თქმა რომ უწევს პრემიერ-მინისტრს, ხვდებით, რა დონეზეა იქ მისული დისკუსია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, არ მივიდეთ აქამდე, რადგან მერე იქიდან გამოსვლა რთულია. როდესაც ვხედავთ, რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, ეს ინიციატივა გაჟღერდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.