გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით კაჭარავა პარტია „ხალხის ძალის" დაფუძნებაზე: „გლობალური ომის პარტიის“ სურვილი იყო საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმით

19-03-2024

„ვფიქრობ, რომ „ხალხის ძალამ“ დიდი როლი ითამაშა იმ შედეგში, რაც დღეს დაიდო, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ მედიასთან ისაუბრა.


მისი თქმით, ქართველი ხალხი ბრძენია, კარგად ხვდება ვინ არის საქართველოს და ხალხის მხარეს და ვინ - არა.


„თავიდან, მოძრაობა „ხალხის ძალა“ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა. ჩვენ არ წავსულვართ იმ გზით, რომ ჯერ პარტია შეგვექმნა და მერე დაგვეწყო მოქმედება. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში, რათა საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სიმართლე. გვახსოვს, რომ უდიდესი გამოწვევები იყო. მაგალითად, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და მეორე ფრონტის გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურვილი იყო, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმით და ჩვენმა გონიერმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალი გზაც არის ის, რომ მეტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და სიმართლით შეიარაღებული საზოგადოება მარტივად იღებს გადაწყვეტილებას.


ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი ზეწოლა, როგორც სანქციებთან, ასევე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან და არაჟნის კონტეინერთან ერთად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ „ხალხის ძალამ“ დიდი როლი ითამაშა, იმ შედეგში, რაც დღეს დაიდო მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რამხელა ბრძოლის გადატანა მოუწია ჩვენს ქვეყანას, გვახსოვს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ესენი არიან ქვეყნის მავნებლები და პირდაპირ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ამ ფონზე, სცადონ რევოლუციის მოწყობა და აიყოლიონ ხალხი, მაგრამ სწორედ ამის პრევენციაა სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის. ხალხი უკვე მიხვდა, რომ მათი ეს ქმედებები არის სიცრუის შემცველი. ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ ეს ყველაფერი. ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ხვდება ვინ ვინ არის“, - განაცხადა კაჭარავამ.