გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ხალხის ძალის" მთავარი კომიტეტის სხდომამ პარტიის სტრუქტურა დაამტკიცა

20-03-2024

პარტია „ხალხის ძალის" სათავო ოფისში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც „ხალხის ძალის“ მმართველობითი რგოლი დამტკიცდა.


 სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურ მდივნად დიმიტრი ხუნდაძე აირჩა, აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი - მიხეილ ყაველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი - ეკა სეფაშვილი, ხოლო რეგიონული მდივანი - ვიქტორ ჯაფარიძე გახდნენ, რომელთა კანდიდატურებს სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი.


ასევე, მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, დაიგეგმა პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან.