გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: პუტინის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართველ მოღალატეთა დელეგაცია კიდევ ერთი საჩუქრით გამოეხმაურა და კრემლის სასარგებლო იდიოტების და მისი მეხუთე კოლონის სახელით, მისდამი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა

20-03-2024

„ეს იყო ჭეშმარიტად რუსული გადაწყვეტილება," - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევრონესტზე, ქართული ოპოზიციის ბოიკოტს, რის გამოც „ქართული ოცნების" ინიციატივა ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ გავიდა. დოკუმენტში იყო მოწოდება, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები 3 კანდიდატი ქვეყნისთვის. ინიციატივას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და მოლდოვის დელეგაციის წევრები დათანხმდნენ.

 

„თუ ჩვენ მუდმივად ვახსენებთ მათ 2008 წლის ოქტომბრის 1633-ე ევრორეზოლუციას, როგორც მათ გამამტყუნებელ განაჩენს გარდაუვალ პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პროცესებზე, მაშინ გასაკვირი არაფერია. მაშინ ეს იყო პუტინისთვის გაკეთებული უსერიოზულესი საჩუქარი, რომელმაც შემდგომში რუსეთს საერთაშორისო სანქციებიც აარიდა და ქართველი მოღალატეების მხრიდან, კრემლისთვის შემდგომში გაღებული კონტრიბუციის პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა.

დღეს, რუსეთში პუტინის დამაჯერებელ გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართველ მოღალატეთა დელეგაცია კიდევ ერთი საჩუქრით გამოეხმაურა და კრემლის სასარგებლო იდიოტების და მისი მეხუთე კოლონის სახელით, მისდამი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ეს იყო ჭეშმარიტად რუსული გადაწყვეტილება, გასაგებია ამ სასარგებლო იდიოტების მოტივაცია საქართველოს მიმართ, მაგრამ პუტინისადმი ეს საჩუქარი არასაკმარისად ჩათვალეს და დამატებით მოლდოვაც დასაჯეს, ამით კი, იქ გაუქმებული "რუსული" ოპოზიციური პარტია "შორ"-ის საქმე იტვირთეს საკუთარ მხრებზე. Верной дорогой идёте, товарищи! Ура!


P.S.: უკრაინის დელეგაციის შიზოფრენიულ განმარტებას საერთოდ არ ვეხები - პუტინისთვის იმაზე მეტი საჩუქარი რაღა უნდა გაეკეთებინათ, რაც ამჟამად უკრაინაში ხდება... " - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.