გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ერთაწმინდაში, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

20-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

 

სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ამ ეტაპზე წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს.

 

სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

გზის რელიეფი მკვეთრად ფერდობიანია, სარგებლობს 30 ოჯახზე მეტი და პარალელურად მიმდინარეობს განაშენიანება. გზა გადაადგილებისას არის საშიშროების შემცველი, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში.

 

პროექტის დასრულება, გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც.