გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„აფხაზეთის თასის“ გამარჯვებული გორის „დილა“ გახდა

26-09-2018

სპორტკოპლექს "იმედის" მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის „აფხაზეთის თასის“ საფინალო შეხვედრა გაიმართა.


ფინალურ მატჩში ერთმანეთს გორის „დილა“ და ზუგდიდის „ოდიში“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 3:0 დამთავრდა. „ აფხაზეთის თასის“ მფლობელი და გამარჯვებული გორის „დილა“ გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი ზუგდიდის “ოდიშმა“ და ზესტაფონის „მარგვეთმა“ გაინაწილეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გამარჯვებულ გუნდს უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცა.

ტურნირი საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტარდება და მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათ შორის ომისა და შეიარაღებული ძალების შშმ ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში მონაწილე შშმ ჯარისკაცები მონაწილეობენ.


თამაშს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის ოფიცრები, ჯარისკაცები და გუნდების ქომაგები.


დღესვე, თამაშის დაწყებამდე, ამპუტანტმა ფეხბურთელებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილესთან, მირონ ჩიგოგიძესთან, უწყების თანამშრომლებთან, ამპუტანტფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ავთანდილ ჩიხლაძესთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.