გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაია ბითაძე: ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც, ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას

21-03-2024

ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ” დაწერა, - ასე მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციას. 

მაია ბითაძის თქმით, ქართველმა ოპოზიციონერებმა საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. 

„ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით  

👉 არ დააინიცირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ ჩვენ სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან სადაც და როგორც შეუძლიათ ის

👉 ევრონესტის მუშაობის პროცედურა არ იციან

👉 კომეტეტებზე ჩვენ მიერ დაინიცირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი - საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, (პირდაპირი ეთერები იყო ვისაც აინტერესებს ნახავს)

👉 ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა, რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, რომ ინიცირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ ოცნების დელეგაციამ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.


ახლა დებენ პოსტებს - შოკშია ევროპარლამენტიო შოკშია აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას! 


ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, „ოცნების“ დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მით უმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.


p.s. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ” დაწერა“, - აცხადებს მაია ბითაძე.