გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობები შემთხვევით არ ხდება, უცხოელების მიერ დაგეგმილი კამპანიაა, რომელსაც ასრულებენ უსამშობლო ქართველი პოლიტიკოსები თუ გრანტებით გასუქებული არასამთავრობოები

21-03-2024

უკვე რამდენჯერ ითქვა რაღაც შავი ხვრელების შესახებ და სანქციების გვერდით ავლით რუსეთზე დახმარების შესახებ! უკაცრავად, ასე შეიძლება? გამოვარდება ხან ქართველი და ხან უცხოელი მავნებელი და ასე, ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე დაგვაბრალებს რამეს და რა მერე... ჩვენც ევროპელ „აღშფოთებულ-შეშფოთებულებს“ ხომ არ ვემსგავსებით?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, "ენჯეოებისგან", რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა.


მისი თქმით, ქვეყნის დისკრედიტაციის ასეთი მცდელობები შემთხვევით არ ხდება და დაგეგმილია უცხოელების მიერ, რომელსაც უსამშობლო ქართველი პოლიტიკოსები და გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობოები ასრულებენ.

 

ნიკოლეიშვილის, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ კანონი ცილისწამების შესახებ უნდა იქნას მიღებული.


"შესაძლოა ვინმეს უკვირს კიდეც, თუ რატომ ვითხოვ მე იმ ადამიანების დასჯას, ცხადია კანონის ფარგლებში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სიტყვით თუ საქმით იჭაჭებიან. ბატონებო, დაუკვირდით, ასეთი ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობები შემთხვევით არ ხდება, ეს ყველაფერი დაგეგმილი, დიახ უცხოელების მიერ დაგეგმილი კამპანიაა, რომელსაც სიამოვნებით ასრულებენ უსამშობლო ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკანები თუ მსუყე გრანტებით გასუქებული არასამთავრობოები.


უკვე რამდენჯერ ითქვა რაღაც შავი ხვრელების შესახებ და სანქციების გვერდით ავლით რუსეთზე დახმარების შესახებ! უკაცრავად, ასე შეიძლება? გამოვარდება ხან ქართველი და ხან უცხოელი მავნებელი და ასე, ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე დაგვაბრალებს რამეს და რა მერე...ჩვენც ევროპელ „აღშფოთებულ-შეშფოთებულებს“ ხომ არ ვემსგავსებით?! ხომ არ დადგა დრო ყველას თავისი კუთვნილი და შესაფერისი ადგილი მივუჩინოთ? ამ ყველაფრის მოგვარება ერთხელ და სამუდამოდ შესაძლებელია, თუ კი იქნა მიღებული კანონი ცილისწამების შესახებ! ერთხელ და სამუდამოდ, ასეთი კანონი შესაძლებლობას მოგვცემდა მავნებლების მათ მიერ მოგონილ შავ ხვრელებში სამუდამო დამკვიდრებას" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.