შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვიქტორ ჯაფარიძე: „ხალხის ძალამ“, პრაქტიკულად, ყინულმჭრელის როლი იტვირთა და მისი შექმნის მიზანი ღალატთან ბრძოლა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა იყო

21-03-2024

„ხალხის ძალის“ შექმნის მიზანი სწორედ ღალატთან ბრძოლა და სუვერენიტეტის დაცვა იყო და არის დღემდე. წარმოიდგინეთ, სამი-ოთხი წლის წინ რომ ვინმეს გაებედა და იმ თემებზე ესაუბრა, რომელზე საუბარიც „ხალხის ძალამ“ გარისკა“, - ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.


ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, საზოგადოება იმ ილუზიიდან უნდა გამოვიდეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს.


„ხალხის ძალამ“, პრაქტიკულად, ყინულმჭრელის როლი იტვირთა, როდესაც მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ გამოეყო და მოძრაობა დააფუძნა, რომელმაც ის კულუარული საუბრები და გადაწყვეტილებები ამხილა, რომელში მონაწილეობასაც ჩვენი ე.წ. თანამოაზრეები თუ თითქოსდა სტრატეგიული პარტნიორები იღებდნენ. როგორც ჩანს, იმ ილუზიიდან უნდა გამოვიდეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს. ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენც და ჩვენ მოსახლეობასაც ვუთხრათ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.