გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

27-09-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, უწყების თანამშრომლებმა დავეტერანებმა „ვერის ბაღიდან“ გმირთა მოედნამდე მსვლელობა გამართეს და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალიგვირგვინით შეამკეს.


ვლადიმერ იმნაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე მისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის უმძიმესი თარიღია.

„სამწუხაროდ უკვე 25 წელი გავიდა, რაც ჩვენთვის ეს მძიმე დღე დადგა. დღეს არის ჩვენი ბიჭების გახსენების დღე. მიხარია, რომ დღეს ამდენი ხალხია აქშეკრებილი.“ - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.


გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და მემორიალიგვირგვინებით შეამკეს.


" 25 წელი საკმაოდ დიდი ჟამია, იმისთვის რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. დღევანდელი დღე არის მაგალითი, იმის, რომ ტკივილი არასდროს ნელდება. ომიარის ყველაზე ცუდი პროცესი, მით უმეტეს ოჯახში, ძმებს შორის. ჩვენ ყველაზე მოკლე გზები უნდა მოვიძიოთ ერთმანეთთან სასაუბროდ." - აღნიშნაპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ კობა კობალაძემ.

1993 წლის 27 სექტემბერს, ქართველი მეომრების თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, სოხუმი დაეცა, რასაც აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა. ცეცხლისშეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთადა კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთასაბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ტყვედ ჩავარდნილიადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს სიკვდილით დასაჯეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდედაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდანდევნილი.


ყოველი წლის 27 სექტემბერს, ომის მონაწილე მეომრები და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან და ერთმანეთს ტკივილს უზიარებენ.