გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ფონდებსა და უცხოელ პარტნიორებს მივმართავთ - თუ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ჩადებას არ შეწყვეტენ, გამოვამზეურებთ იმ თანხებს, რომლებიც საქართველოში რადიკალური პროცესების დაფინანსებას ხმარდება

21-03-2024

„ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული მონაწილეობს“, - ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში ფონდების მიერ უცხოური ფულის მონაწილეობა არ შეწყდება, „ხალხის ძალა“ ამ თანხების წარმომავლობასა და მიზნობრიობას უფრო დეტალურად გამოამზეურებს.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ყველა ფონდს და ჩვენც მივმართავთ (კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ): თუ ისინი ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ჩადებას არ შეწყვეტენ, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, ამ თანხებს, რომელიც საქართველოში რადიკალური პროცესების დაფინანსებას ხმარდება, აუცილებლად, უფრო დეტალურად გამოვამზეურებთ. უცხოური ფული მონაწილეობს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების შეძენასა და ქართველი პოლიციელების დაწვის მცდელობაში; უცხოური ფული მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის საბოტაჟში; უცხოური ფული მონაწილეობს ავტომობილების დაწვასა და კრიმინალში; უცხოური ფული მონაწილეობს ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას იწვევს და ა.შ. და როდესაც საუბარია იმაზე, რომ პარტნიორები დეპოლარიზაციაში დაგვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ლგბტ საკითხი ის თემაა, რომელსაც ქართული საზოგადოება ვერ ეგუება, მაინც აფინანსებენ იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც არავინ ეხება და რომელთა უფლებებიც დაცულია, მაგრამ, დამატებით, ლგბტ პროპაგანდა სურთ. ეს კი რა შედეგებითაც მთავრდება, ძალიან კარგად იციან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფონდებსა და უცხოელ პარტნიორებს - ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობას თავი დაანებონ. თუ არასამთავრობო სექტორია, ეს დაფინანსება არა პოლიტიკური მიმართულებით აიღონ, სემინარებს რომ აწყობენ და რევოლუციის ჩატარებას ასწავლიან, არამედ, სოციალური პროექტების მიმართულებით და ა.შ.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.