გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად, თელავში, გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს

27-09-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა, უწყების, კახეთის სამმართველოს უფროსთან თამაზ კალატოზიშვილთან, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურთან, იოსებ ნიკოლეიშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე, არჩილ ტლაშაძესთან, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად, თელავში, გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკო.


დღესვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ზურაბ (ვეფხია) ვართანაშვილის საცხოვრებელ სახლზე მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ზურაბ ვართანაშვილი1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან გმირულად დაიღუპა.