გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: "ნაცმოძრაობა" არამარტო საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ, ის სადისტურად ექცევა ქვეყანასაც, რომელსაც რეზოლუციების დონეზეც ებრძვის

21-03-2024

"ნაცმოძრაობა" არის დანაშაულებრივი პარტიული დაჯგუფება და ის, როგორც საარჩევნო, ისე სასამართლი განაჩენით უნდა დასრულდეს," - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.


ხუნდაძის თქმით, ნაცმოძრაობა არა მხოლოდ საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ ქვეყანასაც სადისტურად ექცევა და რეზოლუციების დონეზეც კი ებრძვის.


"ნაცმოძრაობა" არამარტო საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ, ის სადისტურად ექცევა ქვეყანასაც, რომელსაც რეზოლუციების დონეზეც ებრძვის.

მათ 2008 წელს, ომის დაწყებაში სამხედროების დადანაშაულების რეზოლუციაში ასახვით, ოკუპანტი ახეირეს და დღეს პირიქით, ევრონესტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდებით ავნეს ქვეყანას.


ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელისუფლებო ძალით ძალადობდნენ სახელმწიფოზე და დღეს მთავარ იარაღად სიცრუე გაიხადეს.


"ნაცმოძრაობა" საუბრობს სიღარიბეზე, მაშინ, როდესაც მათ დროს პაციენტები კლინიკებში ბანკის გავლით მიდიოდნენ და შემდეგ ამ ვალებს თავს ვერ აღწევდნენ. დღეს კი ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს და სიღარიბე 50%-ით არის შემცირებული. საუბრობენ დემოგრაფიაზე და ახალგაზრდებს მასობრივად ციხეებში "ერეკებოდნენ". ემიგრაციაზე საუბრობენ, გაურკვეველ 800 000-ზე აპელირებენ და მათ დროს 5 ჯერ მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.


მშვიდობის გარანტორად წარმოაჩენენ თავს და თავად "ცხელი ბომბების ცვენას" უქადდნენ ქვეყანას, რომელიც ცეცხლში ერთხელ უკვე გახვიეს. დღევანდელ სასამართლოს იწუნებენ და განაჩენები პირდაპირ, ცეცხლის გახსნით ქუჩაში გამოჰქონდათ და დამატებით ორ გვამს ითხოვდნენ.


"ნაცმოძრაობა" არის დანაშაულებრივი პარტიული დაჯგუფება და ის, როგორც საარჩევნო, ისე სასამართლი განაჩენით უნდა დასრულდეს," - წერს ხუნდაძე.