გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში აფხაზეთში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

28-09-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, თანამშრომლებთან და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 25 წლის წინ სოხუმში მიმდინარე მოვლენები და ის გმირები, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებიც. 


სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.


ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი.