გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია

21-03-2024

"ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია" ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს! თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი", - განაცხადა პრემიერმა.