გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს შეხვდა

21-03-2024

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.


ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2-5 მაისს ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.


აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა წარმატებით უმასპინძლებს ამ მასშტაბურ ღონისძიებას.


"მხარეებმა, ასევე, განიხილეს აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას განავითაროს მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, ასევე კერძო სექტორის ხელშეწყობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.