გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ

21-03-2024

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგების თაობაზე.


ექსპერტის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ავიარეისებს იმსახურებს.


აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს. პრემიერმა სწორად აღნიშნა, საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თუმცა რა უვიზო მიმოსვლაზეა საუბარი, როცა რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ ამერიკაში სამოგზაუროდ, ვიდრე ჩვენ. ეჭვი მაქვს აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ეს ასე არ იქნებოდა. (ვერ იკადრებენ თუ რა)

იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას მათი ქვეყნის მიმართ და ეს საკითხი გამოსწორდება" - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.