გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტზე“: ეს ის სუბიექტებია ანუ კოლექტიური ხატია დეკანოიძეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში!

21-03-2024

ეს ის სუბიექტებია ანუ კოლექტიური ხატია დეკანოიძეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გამოქვეყნებული შეხედულება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან, არის კლასიკური დეზინფორმაცია და ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე.


ექსპერტი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს“ კლასიკური ტიპის მოღალატეებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამოგონილი საბაბით - საქართველო რუსეთს ეხმარებაო, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რეალურად თუ ვინ არიან სინამდვილეში.


„ეს ის სუბიექტებია ანუ კოლექტიური ხატია დეკანოიძეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში!


აერიათ, დაენგრიათ, აეზილათ აქაურობა. ბავშვების, მოხუცების, ქალების, ინვალიდების და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის სისხლისა და ცრემლები ხარჯზე გაევსოთ მწვანეებით და ევროებით ჯიბეები!


შემდეგ? შემდეგ კი მათთვის ღალატის სანაცვლოდ უცხოეთში გამზადებულ მდებარე მდიდრული ვილებისაკენ მოესვათ ბაყაყური!


ახლა უეჭველია ამ კლასიკური ტიპის მოღალატეებს გაუბრაზდნენ, მათივე მკვებავი პატრონები და დაემუქრნენ ფინანსური წყაროების შეწყვეტით!


ამიტომაც ეს უსამშობლოები კვლავაც მარტის "აბზუნებული" კატებივით აკნავლდნენ და დაიწყეს ხტუნვა!


გამოგონილი საბაბით - საქართველო რუსეთს ეხმარებაო!


ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს რეალურად თუ ვინ არიან სინამდვილეში თავად და რას წარმოადგენენ მათივე პატრონ-მყვარებლები!“ - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.