გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა [ენჯეოების დაფინანსება] და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება- ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?!- კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანს

21-03-2024

შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა [ენჯეოების დაფინანსება] და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება - ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?!- კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები, კიდევ უფრო არ ვიცით სად მიდის ეს თანხები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ისტორია მეორდება, შარშან ამერიკული კანონი დაინიცირდა და დაარქვეს „რუსული კანონი“, ახლა კითხვები დაისვა დაფინანსების შესახებ და ამას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია“.


„შარშან როდესაც კანონი დაინიცირდა, ამ კანონს ჩვენ მხარი დავუჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულის ზუსტი თარგმანი იყო დაარქვეს „რუსული კანონი“. ახლა კითხვები დაისვა და კითხვების დასმას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია“. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მართლა ბევრ საქმეში გვეხმარებიან - პოლიციის, სასაზღვრო სამსახურების, მედიცინის სფეროში, ტრენინგებს ატარებენ, აღჭურვილობას შეიძენენ ხოლმე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით - ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, მაგრამ არის ძალიან დიდი სივრცე გაუმჭვირვალე ფინანსების და მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამერიკის ნებისმიერ მოქალაქესაც, ეს ამბავი რომ გაიგოს, დააინტერესებს, რატომ არის დიდი სეგმენტი გაუმჭვირვალე, მისი როგორც გადამხდელის ფული სად მიდის, რაში იხარჯება. იმას კი არ ვამბობთ, რომ ცუდ რამეში იხარჯება თუ კარგ რამეში, უბრალოდ კითხვას ვსვამთ, უნდა ვიცოდეთ თუ არა რაში იხარჯება ამერიკელი და ევროპელი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელის ფული? როგორც კი ეს კითხვა დაისვა ეს ყოფილა თურმე ანტიდასავლური, რუსული, ანტიამერიკული, ანტიევროპული კამპანია, ანუ კითხვის დასმას დაარქვეს ანტიდასავლური კამპანია, შესაბამისად, ეს კითხვა კიდევ უფრო უნდა გააქტუალურდეს, თან პარადოქსი იცით რაში მდგომარეობს, ჩვენი ოპონენტები ამ თემას თავადაც ააქტუალურებენ, ბოლო კვირის განმავლობაში თავად უსვამენ ხაზს, თავად წევენ ფინანსების თემას და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგ საქმეში იხარჯება. შესაბამისად, რაღაცის გამართლების, ჟარგონულად „გაპრავების“ მცდელობა მიდის. აქედან გამომდინარე ჩვენ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.