გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

4-10-2018

ციტრუსის სეზონის მოახლოებასთან ერთად აჭარის რეგიონში აზიური ფაროსანას  საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 65 ერთეული თერმული ნისლით დამუშავებისა და 20 ერთეული ცივი შესხურების დანადგარია მობილიზებული.

 

სეს-ის პრესსამსახურის ცნობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიები სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამუშავდა.

 

მავნებლის პოპულაციისა და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია, მოსახლეობამ მოუაროს ციტრუსის ბაღებს და ფაროსანას საწინააღმდეგოდ  განახორციელოს მექანიკური ღონისძიებები.

 

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 700 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელებულა.