გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საფინანსო სექტორს ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) ტექნიკური საკითხები გააცნეს

21-03-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ფინანსური ინსტიტუტების (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების და სხვა) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს ფინანსური ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მიზანია, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მიეცეთ რეკომენდაციები ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთო მოდელის/სტანდარტის წესისა და პირობების შესახებ, რომელიც შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ.


უწყებაში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ საინფორმაციო ცენტის ხელმძღვანელი, ნოდარ კაკრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დაჩი ქინქლაძე და CRS-ის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები.