გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

GITA - სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22-03-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი თემატური სემინარები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას.

 

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა ინოვაციების შესახებ.