გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში კიბერსპორტში პირველი ტურნირი ჩატარდა

28-09-2018

ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენისა და საქართველოში კიბერსპორტის განვითარების მიზნით,  კლუბში ''Cyber", (მისამართი: ნუცუბიძის ქ. 26.)  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, კიბერსპორტულმა ორგანიზაციამ ''ზი ლაქი უანზ''(The Lucky Ones) ჩაატარა ტურნირიკიბერსპორტში.


ტურნირის მიზანს, საქართველოში, სხვადასხვა სათამაშო დისციპლინაში,  კიბერსპორტული გუნდების შეგროვება და საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაწარმოადგენდა. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.


ტურნირი სოხუმის დაცემის 25 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ მისი ორგანიზატორები_ ალექსანდრე ჯღამაია და ირაკლი მინდიაშვილი, აფხაზეთიდანდევნილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილები არიან. ახალგაზრდებს სურვილიაქვთ, საქართველოში განავითარონ კიბერსპორტი და გამოავლინონ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოსსახელით იასპარეზებენ. მათ, ასევე, განზრახული აქვთ, რაც შეიძლება, მეტი ვეტერანის შვილი დაასაქმონ და გაუხსნან გზა წარმატებისკენ.

'' ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ჩვენი მამები საქართველოსთვის იბრძოდნენ. ვეტერანების შვილები ვართ და გვინდა, ამ საქმეში, სხვა ვეტერანების შვილებიჩავრთოთ, მივცეთ მათ განვითარების საშუალება. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელიწადი შესრულდება, რასაც ჩვენს მშობლებთან ერთად, ჩვენცმტკივნეულად განვიცდით. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ სოხუმში და იმედი გვაქვს, რომ მალე დავადგამთ ფეხს წინაპართა მიწას. დიდი მადლობა გვინდა,გადავუხადოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომლის მხარდაჭერის და თანადგომის გარეშეც, ამ ტურნირს ვერ ჩავატარებდით. ეს ჩვენთვისუდიდესი თანადგომაა. ვეცდებით, გავამართლოთ მათი და ყველა ვეტერანის იმედები და ეს სპორტი, რომელიც მთელს მსოფლიოში, უფრო და უფროპოპულარული ხდება, საქართველოშიც განვავითაროთ, მაქსიმალურად ჩავრთოთ ჩვენი მშობლების თანამებრძოლთა, ვეტერანთა შვილები.'’_განაცხადატურნირის ორგანიზატორმა, ალექსანდრე ჯღამაიამ.