გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბერლინის სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

22-03-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში “International Media Marketplace” (Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა.


კონფერენცია ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს,  ინფლუენსერებსა დაბლოგერებს აერთიანებს.


კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 80-მდე შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან.  მოლაპარაკეები შედგა “Cycling Thread/National Geographic“-ის, “Neus Deutschland”-ის, “Ski Guide Austria”-ის, “Frankfurter Rundschau”-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.


 საერთაშორისო მედია ორგანიზაციები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, საზღვაო და სამთო კურორტებს, დაინტერესდნენ სათავგადასავლო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმით.


კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით,  მაღალრეიტინგული მედია საშუალებების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით დაიგეგმა პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.


“International Media Marketplace” წლის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ბერლინის კონფერენციაზე 180მედია კომპანია და  98 საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი.